უკრაინის არმიამ ქალაქი ტროსტიანეცი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა

უკრაინის სამხედრო ძალებმა სუმის ოლქის ქალაქი ტროსტიანეცი რუსეთის საოკუპაციო ჯარებისგან გაათავისუფლა. ინფორმაციას გამოცემა UNIAN-ი 93-ე ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„რიგი წარუმატებლობის შემდეგ, რუსეთის არმია გაიქცა ტროსტიანეციდან, დატოვა შეიარაღება, ტექნიკა და საბრძოლო მასალები, რასაც 93-ე ბრიგადა სხვა უკრანული ქალაქების ოკუპანტებისაგან გასათავისუფლებლად გამოიყენებს“, - აცხადებენ 93-ე ბრიგადაში. 

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ასევე წაიკითხეთ 

CNN: რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უკრაინაში გადაჰყავს

რუსეთმა უკრაინაში „სპეცოპერაციის“ სამიზნე ისევ შეცვალა - მედია 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა

ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს